თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაილს ბრაიანტის წიგნის „დისერტაციის პორტაბელური მრჩეველი“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი გახლავთ ერთგვარი გზამკვლევი იმ მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ აკადემიური საქმიანობის გაგრძელება, მუშაობენ დისერტაციაზე და საუნივერსიტეტო კამპუსებში მყოფი სტუდენტებისგან განსახვავებთ სრულად არ მიუწვდებათ ხელი სადოქტორო დისერტაციის მოსამზადებლად საჭირო ყველა ინფორმაციასა და მზა მასალებზე“,- განმარტავს წიგნის ქართული თარგმანის ავტორი ნინო შარვაშიძე.
მაილს ბრაიანტის წიგნის „დისერტაციის პორტაბელური მრჩეველი“, ქართულ თარგმანი იმდენად ძალდაუტანებლად იკითხება, როგორც თავად ორიგინალი წიგნი,“ -აღნიშნა წიგნის რეცენზენტმა თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, იზაბელა პეტრიაშვილმა.
წიგნის 7 თავი თანმიმდევრულად აღწერს დისერტაციაზე მუშაობის ყველა ეტაპს. წიგნის პირველი თავში -„დისერტაციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები“, კვლევის საგნის/თემის შერჩევასა და იმ ჩარჩო-გეგმის ჩამოყალიბება, რომლის შიგნითაც მოუწევთ მუშაობა კვლევის წარმოებისას. მეორე თავი ეძღვნება კვლევითი პროექტის გეგმის, პროსპექტუსის ჩამოყალიბებას. მესამე თავი მოიცავს ლიტერატურის მიმოხილვას და ინფორმაციას სამეცნიერო კვლევების ბიბლიოთეკის გამოყენების შესახებ. მეოთხე თავი გვიზიარებს კვლევის მეთოდებთან დაკავშირებულ ზოგად საკითხებს და გამოკვეთს პრობლემებს, რომელთაც დოქტორანტები აწყდებიან კვლევის მეთოდის ჩამოყალიბების დროს, და რომლებიც საშუალებას მისცემს მათ, პასუხი გასცენ კვლევის კითხვებს. მეხუთე და მეექვსე თავებში ავტორი განიხილავს შეგროვილი მონაცემების აღწერასთან და მიღებული შედეგების შესახებ ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებულ საკითხებს. ბოლო, თავში განხილულია დისერტაციის ზეპირ დაცვასთან, დისერტაციის ავტორეფერატის დაწერასთან, სადისერტაციო კომისიებთან და სწავლის დამთავრებასთან დაკავშირებული საკითხები.
დანართებში წარმოდგენილია ა)დისერტაციის ავტორეფერატის შეფასების ფორმა და ბ) იმ აქტივობების სია, რომელსაც ავტორი სთავაზობს დისერტაციის მხარდამჭერთა ჯგუფს.
წიგნი ითარგმნა და გამოიცა თსუ-სა და აშშ საელჩოს თანადაფინანსებით.